Accentnews.ge
"კოვიდის მართვაზე წელს ნახევარ მილიარდზე მეტი იყო გამოყოფილი, 2023 წელს 100 მლნ ლარის ფარგლებში იქნება"

"კოვიდის მართვაზე წელს ნახევარ მილიარდზე მეტი იყო გამოყოფილი, 2023 წელს 100 მლნ ლარის ფარგლებში იქნება"

03/10/2022 12:45:21 პოლიტიკა, საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტში კოვიდის მართვის მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება.

„რაც შეეხება კოვიდის მართვას, ნახევარ მილიარდზე მეტი გვქონდა 2022 წელს, მაგრამ 2023 წელს მნიშვნელოვნად მცირდება და 100 მილიონი ლარის ფარგლებშია. დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო ნაკლები დაგვჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ უკვე კარგად არის მოწესრიგებული როგორც პაციენტების ჰოსპიტალიზაციის, ასევე სხვადასხვა ხარჯების მართვის ნაწილი, ასევე მნიშვნელოვნად არის ინფიცირებები შემცირებული. ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროება არ გვექნება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S