ლიეტუვამ რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
03/10/2022 12:40:01 მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
უწყების ინფორმაციით, რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 5 დღე მისცეს.
"გადაწყვეტილება ეფუძნება რიაბოკონის ბოლო ქმედებებსა და განცხადებებს, რომლებიც შეუთავსებელია მის დიპლომატიურ სტატუსთან და მიიჩნევა მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად, რაც შესაბამისად, არღვევდა ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე კატეგორიულად გააპროტესტა რუსეთის პრეზიდენტის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების უკანონო ანექსიის შესახებ“, - საგარეო უწყების ნათქვამია განცხადებაში.


