Accentnews.ge
კულტურის მინისტრი – სტუდენტებს: "თსუ–ში მაშინ დავდიოდი, როდესაც შენ იბადებოდი, შეარჩიეთ სწორი მეთოდი, ნუ ღრიალებთ!"

კულტურის მინისტრი – სტუდენტებს: "თსუ–ში მაშინ დავდიოდი, როდესაც შენ იბადებოდი, შეარჩიეთ სწორი მეთოდი, ნუ ღრიალებთ!"

03/10/2022 12:15:40 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა, ხმაური იყო.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში შესვლა სცადა ორმა სტუდენტმა, რომელთაც თან ჰქონდათ მეგაფონი და წითელი დროშა, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

კადრებში, რომელიც „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ გაავრცელა, ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც დარბაზში შესვლაში ხელს უშლიან, ერთ-ერთი სტუდენტი აწყვეტინებს შარვაშიძეს სიტყვას და წულუკიანს მიმართავს, რომ „სტუდენტები დღეს იმყოფებიან იმ ფუნდამენტური უფლებების შელახვის წინაშე, რაც საერთოსტუდენტურ საცხოვრებელს ეხება“.

სტუდენტებმა თეა წულუკიანს მიმართეს, რომ დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და სტუდენტებს პრობლემაზე ესაუბროს, რაზეც მინისტრმა აღნიშნა: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაშინ დავდიოდი, როდესაც შენ იბადებოდი. რატომ ჩხუბობთ? შეარჩიეთ სწორი მეთოდი, ნუ ღრიალებთ!“.

მინისტრის აღნიშნულმა განცხადებამ სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია.

მოგვიანებით, „მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ "სახელმწიფოსგან 6 თვეა, არანაირი ქმედითი პასუხი არ მიუღიათ საერთო საცხოვრებლის აშენებასთან დაკავშირებით".

„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსგან მთელი 6 თვეა არანაირი ქმედითი პასუხი არ მიგვიღია საერთო საცხოვრებლის აშენებასთან დაკავშირებით (არამხოლოდ ქმედითი, მათ ერთი შეხვედრის შემდეგ არც ისურვეს ჩვენთან მშვიდობიანი საუბარი და დაგვტოვეს მხოლოდ ბუნდოვანი პასუხის ამარა) გადავწყვიტეთ შეხვედრაზე გაგვეჟღერებინა ჩვენი მოთხოვნები, რათა სიტყვა მიგვეწვდინა მაღალი თანამდებობის მქონე პირებისადმი ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S