Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში სამი მობილიზებული დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში სამი მობილიზებული დაიღუპა

03/10/2022 12:02:23 მსოფლიო

სვერდლოვსკის რაიონში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ ელანსკის გარნიზონში სამი მობილიზებული კაცი დაიღუპა,– იუწყება გამოცემა ЕАН სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ მაქსიმ ივანოვსა და "ინფორმირებულ წყაროზე" დაყრდნობით.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ერთ-ერთი მობილიზებული გულის შეტევით გარდაიცვალა, მეორე – ღვიძლის ციროზით, მესამემ თავი მოიკლა.

მანამდე ტელეგრამ–არხი "Пeрмь 36,6" იუწყებოდა ხსენებულ სამხედრო ნაწილის სასწავლო ცენტრში სამი მობილიზებულის დაღუპვის შესახებ, თუმცა დეტალები უცნობი იყო. დღეს თვითმკვლელობის ფაქტის დადასტურება ASТRA–მ შეძლო.

„26 სექტემბერს მობილიზებულ იქნა კურგანის 46 წლის მკვიდრი. ის 1 ოქტომბერს სამხედრო ნაწილის სასწავლო ცენტრის სასადილოში იპოვეს სიცოცხლის ნიშნების გარეშე. კისერზე ჭრილობები აღენიშნებოდა. დანა იქვე ეგდო“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

EAN იუწყება იმასაც, რომ სოფელ პოროშინოში, სადაც თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრი ელანი მდებარეობს, მშრალი კანონი შემოიღეს. გამოცემის ცნობით, „ეს გამოწვეულია იმით, რომ მობილიზებულებმა ბოროტად გამოიყენეს ალკოჰოლი“: წყაროს ცნობით, სოფელში ალკოჰოლის რეალიზაცია მთლიანად შეწყდა მასობრივი ჩხუბის შემდეგ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მობილიზებულებმა მოაწყვეს.

პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა „ნაწილობრივი“ მობილიზაცია, თუმცა იმავე დღეს გაირკვა, რომ გაწვევის შესახებ უწყება მისდის ყველას. ამ დღიდან მოყოლებული ათასობით მოქალაქე ცდილობს რუსეთიდან გაქცევას. იმევდროულად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც მობლიზებულთა მიმართ დამოკიდებულებას ასახავს: გარკვეული ჯგუფები უკრაინაში მომზადების გარეშე გადაიყვანეს; მობილიზებულებს ავალებენ, თავად იზრუნონ აღჭურვილობასა და სამედიცინო საშუალებებზე. ერთ–ერთ ვიდეოში ახალგაზრდა ყვება, რომ ჯგუფი ღია მინდორში დატოვეს კარვისა და გამათბობლის გარეშე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S