უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონიდან დაბომბვის შესახებ იუწყებიან
03/10/2022 11:33:28 მსოფლიო
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა სასაზღვრო სოფლის დაბომბვის შესახებ განაცხადა. რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, დაიღუპა ერთი ადამიანი.
გუბერნატორი ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი გოლოვჩინო დაბომბეს. იგი მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან 20 კმ-ში.
"სოფლის ცენტრში ჭურვების ჩამოვარდნის შედეგად ნგრევა მოხდა. 48 წლის ქალი დაიღუპა", - წერს ბელგოროდის რაიონის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ზუსტდება სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, დაწყებულია სახლების შემოვლა.
გუბერნატორი 13 და 16 სექტემბერსაც იუწყებოდა დაბომბვის შესახებ.


