Accentnews.ge
ინდონეზიაში ფეხბურთის სტადიონზე შეტაკების შედეგად 125 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში ფეხბურთის სტადიონზე შეტაკების შედეგად 125 ადამიანი დაიღუპა

03/10/2022 10:24:05 მსოფლიო

ინდონეზიაში მასპინძელი გუნდის „არემა FC-ს“ „პერსებაია სურაბაიასთან“ დამარცხების შემდეგ წაგებული გუნდის ათასობით გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა.

პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, რის შემდეგაც ათასობით ადამიანი გასასვლელებისკენ გაიქცა, სადაც მსხვერპლის მიზეზი ჰაერის უკმარისობა გახდა.

როგორც BBC წერს, ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, პოლიციამ გულშემატკივრებს შორის ვითარების დაძაბვისთანავე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

FIFA-ს შეფასებით, პოლიციას ცრემლმდენი გაზი არ უნდა გამოეყენებინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S