Accentnews.ge
კადიროვი ირწმუნება, რომ მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში საბრძოლველად მიემგზავრება

კადიროვი ირწმუნება, რომ მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში საბრძოლველად მიემგზავრება

03/10/2022 10:17:02 მსოფლიო

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში საბრძოლველად მიემგზავრება. იგი ამტკიცებს, რომ მისი შვილები მზად არიან, თავიანთი უნარები "სპეციალურ ოპერაციაში" გამოიყენონ და ეს მათი სურვილია.

"ახმატი, ელი და ადამი 16, 15 და 14 წლის არიან, მაგრამ მათი სამხედრო მომზადება დიდი ხნის წინ, ადრეული ასაკიდან დაიწყო. არ ვხუმრობ. დადგა დრო, რომ თავი გამოიჩინონ ნამდვილ ბრძოლაში და მე მხოლოდ მივესალმები მათ სურვილს. მალე ისინი ფრონტის ხაზზე წავლენ და კონტაქტის ხაზის ურთულეს მონაკვეთებზე იქნებიან. ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერი მამის მთავარი მიზანია შვილებში ღვთისმოსაობის დანერგვა და ოჯახის, ხალხის, სამშობლოს დაცვა ასწავლოს. თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის!", - წერს კადიროვი ტელეგრამ–არხზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S