Accentnews.ge
ბუჩაში "კიევის აჩრდილების" მეთაურს ემშვიდობებიან

ბუჩაში "კიევის აჩრდილების" მეთაურს ემშვიდობებიან

03/10/2022 09:27:59 საზოგადოება

ბუჩაში, 3 ოქტომბერს დაემშვიდობებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკ მიხაილ მატიუშენკოს. ის ხელმძღვანელობდა მფრინავების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც "კიევის აჩრდილები" და ივნისში დაიღუპა შავი ზღვის თავზე საბრძოლო მისიის შესრულებისას, – განაცხადა ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა.

„სამხედრო მფრინავი პილოტირებდა სხვადასხვა ტიპის სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს. მსახურობდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილში. ომამდე მუშაობდა ერთ-ერთი უკრაინული ავიაკომპანიის ხელმძღვანელად. მიხაილ მატიუშენკომ (მეტსახელად „ბაბუმ) თავისი ფასდაუდებელი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას გადასცა. მხოლოდ ახლა გვაქვს უფლება, ვთქვათ სიმართლე: „კიევის აჩრდილებს“ ბუჩას მფრინავი ხელმძღვანელობდა. პოლკოვნიკ მატიუშენკოს ხელმძღვანელობისას მე-40 ტაქტიკურ საავიაციო ბრიგადას ჰაერში დანაკარგი არ განუცდია. ეს ნიშნავს, რომ ყველა პილოტი "კიევის აჩრდილებიდან" ცოცხალი დაბრუნდა", - წერს ფედორუკი „ფეისბუქზე“.

მერის თქმით, მატიუშენკომ გადაწყვიტა სამხრეთ და აღმოსავლეთ ფრონტების გაძლიერება.

„მიხაილ მატიუშენკოსთვის ეს უკანასკნელი მისია იყო. მორიგი გაფრენიდან არ დაბრუნებულა. მას დიდხანს ეძებდნენ. დღეს ის ბუჩაში, სახლში მიდის“, - დასძინა ფედორუკმა.

აპრილში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ "კიევის აჩრდილი" არის ლეგენდარული სუპერგმირი, რომელიც უკრაინელებმა შექმნეს. ეს არის საჰაერო ძალების მე-40 ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის პილოტების კომპოზიციური გამოსახულება, რომლებიც იცავენ დედაქალაქის ცას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S