
შსს–მ მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეების სავარაუდო დასჯის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
03/10/2022 09:02:31 საზოგადოება
შსს–მ მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეების სავარაუდო დასჯის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
გუშინ "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარნეულის სკოლაში ქართული ენის მასწავლებელმა რაჰმან მუსაევმა მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა.