Accentnews.ge
საქსტატი – სექტემბერში ინფლაცია 11.5%-მდე გაიზარდა

საქსტატი – სექტემბერში ინფლაცია 11.5%-მდე გაიზარდა

03/10/2022 08:41:06 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის სექტემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა. აგვისტოში ინფლაცია 10.9%-ს შეადგენდა, შესაბამისად, სექტემბერში ფასების ზრდა დაჩქარდა.

საქსტატის თანახმად, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურსათის ჯგუფში ფასების მატებამ, რამაც სექტემბერში 17.6% შეადგინა.

ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების ფასების მატება ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • პური და პურპროდუქტები (32.8 პროცენტი),
  • რძე, ყველი და კვერცხი (23.3 პროცენტი),
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5 პროცენტი),
  • ზეთი და ცხიმი (21.2 პროცენტი),
  • ყავა, ჩაი და კაკაო (18.9 პროცენტი),
  • თევზეული (16.5 პროცენტი),
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8 პროცენტი),
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი),
  • ხილი და ყურძენი (9.6 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც 1.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 პროცენტიანი მატება, რაც 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (24.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.5 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8 პროცენტი).ინფლაცია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S