Accentnews.ge
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

03/10/2022 07:39:42 მსოფლიო

ბრაზილიაში 2 ოქტომბერს ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. 30 ოქტომბერს მეორე ტური გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბრაზილიის მოქმედი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელსაც პირველ ტურში ხმა ამომრჩევეთა 43.2%-მა მისცა და ექს-პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რომელსაც მხარი 48.4%-მა დაუჭირა.

"ლიბერალური პარტიის" კანდიდატი 67 წლის ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტი 2018 წლიდან არის. მან მსოფლიოში სახელი გაითქვა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როცა დაავადება "COVID-19"-ს არანაირ საფრთხედ არ მიიჩნევდა, სხვა ქვეყნების მთავრობებს შეზღუდვების გამო დასცინოდა და აცრაზეც უარი განაცხადა. ბრაზილია "COVID-19"-ის ეპიდემიით ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყანაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S