ზელენსკი თურქეთში "ძალიან არსებითი" მოლაპარაკებების გამართვის შესახებ იუწყება
03/10/2022 06:59:00 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი ოფისის ხელმძღვანელის ანდერი ერმაკის მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველ იბრაჰიმ კალინთან და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანთან "ძალიან არსებითი“ და „უკრაინის ინტერესებში" უწოდა.
„მოლაპარაკებები გაიმართა ოფისის ხელმძღვანელსა და აშშ-ის პრეზიდენტისა და თურქეთის პრეზიდენტის მრჩევლებს - ჯეიკ სალივანსა და იბრაჰიმ კალინს შორის. ძალიან არსებითი საუბარი, აბსოლუტურად უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახური იუწყება, რომ თურქეთში ანდრი ერმაკმა სამმხრივ და ორმხრივ ფორმატში შეხვდა იბრაჰიმ კალინსა და ჯეიკ სალივანს.
როგორც იუწყებიან, მხარეებმა განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და რუსეთის ბოლო აგრესიულ ქმედებებზე რეაგირების ღონისძიებების კოორდინაცია. ერმაკმა აღნიშნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვაზე და მათი ანექსიის მცდელობაზე მკაცრი რეაგირების მნიშვნელობაზე და უკრაინის ნატო–ში გაწევრიანებამდე უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების მიღების აუცილებლობაზე.


