Accentnews.ge
"თუ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს,  ეს კონფლიქტის ბუნებას შეცვლის"

"თუ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ეს კონფლიქტის ბუნებას შეცვლის"

03/10/2022 06:49:23 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას "რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება".

"ბირთვული იარაღის რიტორიკა საშიშია, ეს უგუნურია. ბირთვული იარაღის გამოყენება შეცვლის უკრაინის კონფლიქტის ბუნებას", - განაცხადა სტოლტენბერგთან NBC-სთან ინტერვიუში.

ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მუქარა პუტინის მხრიდან უკრაინაში ომის დაწყების დღიდან არაერთხელ გაჟღერებულა. საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. განცხადებისას პუტინმა თქვა, რომ "რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S