Accentnews.ge
რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში აღიარეს, რომ მობილიზებულთა ნახევარი შეცდომით გაიწვიეს

რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში აღიარეს, რომ მობილიზებულთა ნახევარი შეცდომით გაიწვიეს

03/10/2022 05:59:48 მსოფლიო

რუსეთის ხაბაროვსკის ოლქიდან უკრაინასთან საომრად მობილიზებულების ნახევარი შეცდომით გაიწვიეს, –იუწყება რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ხაბაროვსკის გუბერნატორ მიხაილ დეგტიაროვზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, სამსახურიდან გაათავისუფლეს ოლქის სამხედრო კომისარი იური ლაიკო.

"ათ დღეში უწყება მიიღო რამდენიმე ათასმა ხაბაროვსკელმა და მათგან დაახლოებით ნახევარი უკან დააბრუნეს, რადგან არ შეესაბამებოდნენ შესაბამის კრიტერიუმებს", – განაცხადა მიხაილ დეგტიაროვმა.

მისი თქმით, ეს ხელს არ შეუშლის „პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების შესრულებას“.

"გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ხაბაროვსკის ოლქის კომისარიატის მიერ გაწვეულთა შორის იყვნენ შიზოფრენიით დაავადებული პაციენტი და მამაკაცი, რომელიც მარტო ზრდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს", – იუწყება „კომერსანტი“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S