
თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
03/10/2022 05:06:47 საზოგადოება
მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი მთამსვლელების ცხედრები მესტიაში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ტურისტებთან კავშირი რამდენიმე დღის წინ გაწყდა.