"ლიმანიდან უკან დახევის შემდეგ მოსკოვმა უნდა განიხილოს მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი"

01-10-2022 20:00:13 მსოფლიო

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუსული ძალების მიერ დონეცკის ქალაქ ლიმანის დატოვების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში ირთვული იარაღის გამოყენების საკითხი უნდა განიხილოს.

"ჩემი პირადი აზრით, უფრო მკვეთრი ზომები უნდა იქნას მიღებული, სასაზღვრო რაიონებში საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე და მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენებამდე", – წერს კადიროვი ტელეგრამ–არხზე.

ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსულმა ძალებმა ლიმანი დატოვეს:

"ალყაში მოქცევის საფრთხის გამო მოკავშირეთა ძალებმა დონეცკის ქალაქი ლიმანი დატოვეს და უკან დაიხიეს უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე".

"აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი" (ISW) უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლიმანის სრულად დაკავებას მომდევნო 3 დღეში ვარაუდობდა.

"რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლიმანის დაკარგვას ექნება სერიოზული შედეგები დონეცკის ოლქის ჩრდილოეთსა და ლუგანსკის ოლქის დასავლეთში, რადგან უკრაინელ სამხედროებს ლიმანზე კონტროლის აღდგენა მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოწინააღმდეგის პოზიციებს საფრთხე შეუქმნას ლუგანსკის ოლქის დასავლეთ საზღვართან და სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის რაიონებში", – აცხადებდა ISW.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები