რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ლიმანის დატოვებას ადასტურებს

01-10-2022 19:50:10 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ალყაში მოქცევის საფრთხის გამო, „მოკავშირეთა ძალებმა დონეცკის ქალაქი ლიმანი დატოვეს და უკან დაიხიეს უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე".

მანამდე უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ლიმანში იყვნენ და მიმდინარეობდა ბრძოლები”.

"აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი" (ISW) უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლიმანის სრულად დაკავებას მომდევნო 3 დღეში ვარაუდობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები