რუსეთის 5 000-ზე მეტი სამხედრო ალყაშია – გაიდაი

01-10-2022 17:17:02 ევროპა

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში განლაგებული რუსული ძალები ალყაში მოაქციეს, - ამის შესახებ აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენელი სერჰი ჩერევატი იუწყება

მისი თქმით, ლიმანში დაახლოებით 5000-დან 5500-მდე ჯარისკაცი იმყოფება, მაგრამ ალყაში მოქცეული ჯარისკაცების რაოდენობა შესაძლოა, შემცირდეს მსხვერპლის და იმ ფაქტის გამო, რომ ზოგიერთმა ჯარისკაცმა შესაძლოა, თავის დაღწევა მოახერხოს.

ამასთან, ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის გაიდაის ინფორმაციით, რუსეთის სარდლობამ თავის ჯარისკაცებს უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გარშემორტყმული ლიმანის დატოვების უფლება არ მისცა.

„ლიმანში დისლოცირებულმა სამხედროებმა მიმართეს მათ ხელმძღვანელობას ქალაქის დატოვების თხოვნით, მაგრამ უარი მიიღეს. რუსეთის ფედერაციის 5000-ზე მეტი სამხედრო ალყაშია“, - აღნიშნა გაიდაიმ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები