კუპიანსკში რუსებმა სამოქალაქო ავტოკოლონა დაბომბეს, დაიღუპა 20 ადამიანი

01-10-2022 17:13:10 ევროპა

ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში მშვიდობიანი მოქალაქეების ავტოკოლონა დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 20 ადამიანი დაიღუპა.

„ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დეტალები ზუსტდება. ოკუპანტები თავს დაესხნენ სამოქალაქო პირებს, რომლებიც ცდილობდნენ დაბომბვისგან თავის დაღწევას. ეს არის სისასტიკე, რომლის გამართლებაც შეუძლებელია“, - წერს ის.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საუბარია სამოქალაქო კოლონაზე, რომელშიც ბავშვებიც იმყოფებოდნენ. თავდასხმა „ნაცრისფერ ზონაში“ - ლუგანსკის ოკუპირებულ სვატოვსა და ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ კუპიანსკს შორის მოხდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები