"ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა, გავაგრძელებთ კივის სამხედრო მხარდაჭერას მანამ, ვიდრე საჭირო იქნება"
30/09/2022 13:32:31 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის ფაქტს გმობს და კიევს ურყევ მხარდაჭერას ჰპირდება.
მისი თქმით, რუსეთი საფრთხეში აყენებს გლობალურ უსაფრთხოებას.
"ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკანონო „რეფერენდუმს“ და მის გაყალბებულ და უკანონო შედეგებს. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ უკანონო ანექსიას. ყირიმი, ხერსონი, ზაპორიჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, ცალსახად უარყონ ეს უკანონო ანექსია. ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და გააგრძელებს უკრაინის ძლიერ ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მანამ, ვიდრე ამის საჭიროება იქნება", – ნათქვამია ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს.


