
ნიდერლანდებში 6–სულიანი ოჯახი, რომელიც „სამყაროს დასასრულს“ ემალებოდა, 9 წლის განმავლობაში იზოლაციაში ცხოვრობდა
16/10/2019 08:00:02 სხვა, მსოფლიო
ნიდერლანდებში 6–სულიანი ოჯახი, რომელიც „სამყაროს დასასრულს“ ემალებოდა, 9 წლის განმავლობაში იზოლაციაში ცხოვრობდა.
BBC –ს ცნობით, სამართალდამცველებმა დრენთეს პროვინციაში მდებარე ერთ–ერთ სახლში, საკმაოდ მცირე სივრცეში 58 წლის მამა და მისი 5 შვილი აღმოაჩინეს. შვილების ასაკი 18-დან 25 წლამდე მერყევობს. პოლიციამ იზოლაციაში მცხოვრებ ოჯახს მას შემდეგ მიაგნო, რაც ერთ-ერთმა მამაკაცმა ბარში ლუდი შეუკვეთა და იქ მომუშავე თანამშრომელს შველა სთხოვა.
პოლიციამ უკვე დააკავა 58 წლის მამაკაცი, რომელიც ფერმაში შვილებს მათი ნების საწინააღდმეგოდ ამყოფებდა.
„ჩვენ ვისაუბრეთ, მან გამიმხილა, რომ ტყვეობიდან გამოიქცა და დახმარება სჭირდებოდა, შემდეგ ჩვენ დავრეკეთ პოლიციაში. მას ჰქონდა გრძელი თმა, ჭუჭყიანი წვერი, ატარებდა ძველ ტანისამოსს და გამოიყურებოდა დაბნეულად. მისი თქმით ცხრა წლის განმავლობაში ის სკოლაშიც არ წასულა“,- განაცხადა ბარის მეპატრონემ პოლიციასთან საუბარისას. საქმის სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.