Accentnews.ge
პუტინი – კიევს: "შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები, დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან"

პუტინი – კიევს: "შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები, დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან"

30/09/2022 12:44:05 მსოფლიო

პუტინმა მოუწოდა უკრაინას, "სასწრაფოდ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას" , - ამის შესახებ მან დღეს დეპუტატებისა და ფედერაციის საბჭოს წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნოვბილია, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს უკრაინის ტერიტორიების - დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიის თაობაზე.

"დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ რუსეთის შემადგენლობაში 4 ახალი რეგიონის - რუსეთის ფედერაციის სუბიექტების მიღების შესახებ. მსურს, ჩემი ხმა გაიგონ კიევის ხელისუფლებამ და მისმა პატრონებმა. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები რუსეთის მოქალაქეები ხდებიან. სამუდამოდ!" - განაცხადა პუტინმა.

მანამდე მან ხელი მოაწერა ბრძანებულებებს უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შესახებ. უკრაინის ამ რეგიონების დიდი ნაწილი დროებით ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ. მათი ცნობა ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რუსული კანონით, აუცილებელი ნაბიჯია ანექსიისთვის, ზუსტად ისევე, როგორც 2014 წელს ყირიმის შემთხვევაში მოხდა.

უკრაინა და მთელი ცივილიზებული მსოფლიო აცხადებენ, რომ არ აღიარებენ ანექსიის შედეგებს და მათთვის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოქლები, ისევე, როგორც დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკები კვლავინდებურად უკრაინის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S