ტუვაში მობილიზებულების ოჯახებს ცხვრებს, კარტოფილს, კომბოსტოს ურიგებენ
30/09/2022 12:30:26 მსოფლიო
ტუვას ხელისუფლება ცხვრებს ურიგებს რეგიონის მცხოვრებთა ოჯახებს, რომლებიც გამოძახებულნი არიან უკრაინის ომისთვის მობილიზაციის ფარგლებში, –იუწყება რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური.
სულ ცხრა რაიონში 91 ცხვარი გადანაწილდა – თითო თითოეულ ოჯახში. სხვა ტერიტორიაზე ოჯახებს კარტოფილი დაურიგდათ. გარდა ამისა, ხუთშაბათს მუნიციპალიტეტებმა კომბოსტოსა და ფქვილის მიწოდება დაიწყო.
ბარუნ-ხემჩიკის რაიონში მობილიზებულთა ოჯახებს ქვანახშირი მიჰქონდათ, შაგონარში კი ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაწვეულთა ოჯახებისთვის ადგილობრივი სახერხი საამქროდან შეშა მიეწოდებინა.
29 სექტემბერს ტუვას დედაქალაქ კიზილში ქალებმა მობილიზაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს. პოლიციამ დააკავა 20-მდე მომიტინგე. იმავე დღეს რესპუბლიკის მთავრობამ მობილიზაციის გეგმის განხორციელების შესახებ განაცხადა.
ტუვა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია. 2021 წლის შედეგების მიხედვით, რეგიონი ცხოვრების დონის მხრივ 85-ე ადგილზე იყო სახელმწიფოს მიერ შედგენილ კვლევაში.


