Accentnews.ge
აშშ–ში ექიმებს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი

აშშ–ში ექიმებს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი

30/09/2022 11:53:40 მსოფლიო

შეერთებულ შტატებში ექიმ ცოლ–ქმარს ბრალი წაუყენეს შეთქმულებაში რუსეთის მთავრობისთვის სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გადაცემის მიზნით.

გამოძიების ვერსიით, აშშ-ს არმიის მაიორმა ჯეიმი ლი ჰენრიმ და მისმა მეუღლემ – ანა გაბრიელიანმა, საიდუმლო ინფორმაცია შესთავაზეს ФБР აგენტს, რომელიც თავს რუსეთის საელჩოს წარმომადგენელად ასაღედა.

ჰენრი მსახურობდა სრულ განაკვეთზე ჩრდილოეთ კაროლინაში, აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ სამხედრო ბაზაზე. პროკურატურის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის განიხილავდა რუსეთის ჯარში გაწევრიანებას.

მისი ცოლი არის ანესთეზიოლოგი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ – ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფოში ბალტიმორში.

პროკურატურის პოზიციის მიხედვით, გაბრიელიანი ცდილობდა რუსეთის საელჩოსთან დაკავირებას და დიპლომატებს საკუთარი თავი და მისი მეუღლე ინფორმატორად შესთავაზა.

მათ რუსი აგენტი შეხვდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მასთან საუბარში ექიმმა განაცხადა, რომ პატრიოტიზმის გრძნობიდან გამომდინარე, მზად იყო, რუსეთს ნებისმიერი შესაძლო ხერით გაუწიოს დახმარება, თუნდაც ეს სამსახურად ან დაპატიმრებად დაუჯდეს.

პირველი შეხვედრა 17 აგვისტოს შედგა. შემდეგ აგენტი ორივე მეუღლეს გაესაუბრა. ჰენრიმ გამოხატა თანამშრომლობის სურვილი, აცნობა ჯარში გადაბირების მცდელობის შესახებ და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის მიმართ სიძულვილის დასაფარად იყენებდა.

მომდევნო შეხვედრაზე – 31 აგვისტოს წყვილმა აგენტს ექვსი ამერიკელის სამედიცინო მონაცემები გადასცა.

მათ შორის - ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო დაზვერვის ოფისის თანამშრომლის ცოლის, თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლისა და ყოფილი სამხედროების ოჯახის სამი წევრის შესახებ.შეხვედრების დროს გაბრიელიანმა აგენტს უთხრა, რომ მისი მეუღლე ფრთხილობდა რუსებისთვის სამედიცინო ინფორმაციის გადაცემის შესახებ, თუმცა თავად იზრუნებს, რომ რუსეთმა მოიპოვოს ფორტ ბრაგის საავადმყოფოში მკურნალი პაციენტების მონაცემები.

ამ დროისთვის ბრალდებულების პოზიციას უცნობია. მათ ემუქრებათ ხუთი წელი ფედერალური ციხეში შეთქმულების მუხლით, ხოლო თითოეული სამედიცინო „ქეისისთვის“ – 10 წელი, ანუ ჯამში 65 წლამდე პატიმრობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S