
ხერსონში რუსი მაღალჩინოსანი მოკლეს
30/09/2022 11:28:45 ევროპა
ხერსონში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაღალჩინოსანი ალექსეი კატერინიჩევი დაიღუპა. თვენახევრის წინ ის დაინიშნა რუსეთის მიერ კონტროლირებადი რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციაში.
რუსი ჟურნალისტის ალექსანდრე მალკევიჩის ინფრმაციით, HIMARS–ის მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემიდან გაშვებული ორი რაკეტა მოხვდა სახლს, სადაც მაღალჩინოსანი იმყოფებოდა.
„დაარტყეს ოთახს, სადაც ის ცხოვრობდა“, - ნათქვამია შეტობინებაში.
კატერინიჩევი პოლკოვნიკი იყო. 25 წლის განმავლობაში მსახურობდა სასაზღვრო ჯარებში და რუსეთის ФСБ–სქვედანაყოფებში.
არსებული ინფორმაციით, ის მამაცობისთვის საჯერ დაჯილდოვდა.