Accentnews.ge
ერდოღანი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს სასამართლოში უჩივის

ერდოღანი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს სასამართლოში უჩივის

30/09/2022 09:52:02 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს, ვოლფგანგ კუბიცკის "შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის" სასამართლოში უჩივის.

აღნიშნული ნაბიჯი ერდოღანმა მას შემდეგ გადადგა, რაც მას კუბიცკიმ "კანალიზაციის ვირთხა“ უწოდა.

ერდოღანის ადვოკატის თქმით, კუბიცკიმ იცის, რომ ტერმინი „კანალიზაციის ვირთხა“ ერდოღანთან მიმართებაში „კრიმინალური დანაშაულია“.

როგორც გერმანული მედია წერს, ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო თურქეთმა გერმანიის ელჩი დაიბარა. პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ქვემო საქსონიაში, კუბიკიმ გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ლტოლვილთა კრიზისის გამო. ​მოგვიანებით, კუბიცკიმ შემდეგი განაცხადა: „კანალიზაციის ვირთხა არის პატარა, საყვარელი, მაგრამ ჭკვიანი არსება, რომელიც ჩნდება საბავშვო მოთხრობებში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S