Accentnews.ge
მობილიზაცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც ეხებათ – მედია

მობილიზაცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც ეხებათ – მედია

30/09/2022 08:31:36 მსოფლიო

რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები შეიძლება, გამოიძახონ, თუ მეორე პასპორტი რუსულია და პირი აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, - განუცხადეს RTVI-ს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

„ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები კანონით განიხილება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად, მათზე ვრცელდება ყველა უფლება და ვალდებულება, მათ შორის სამშობლოს დაცვა“, - აცხადებენ უწყებაში.

RTVI-ს თავდაცვის სამინისტროში განუმარტეს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნისაა მათი მეორე პასპორტი, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებად ითვლებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S