
ზაპოროჟიეში ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდასხმას 23 ადამიანი ემსხვერპლა
30/09/2022 07:42:14 ევროპა
დღეს, 30 სექტემბერს, დილით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს გასასვლელში სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
"ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა." - ამის შესახებ Telegram-ზე Zaporizhia OVA-ს თავმჯდომარემ ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა და დასძინა, "ხალხი რიგში იდგა იმისათვის, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე წასულიყვნენ, რათა ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ."
მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის დათვლა. მსხვერპლთა შორის არიან მელიტოპოლის მცხოვრებლებიც.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.