Accentnews.ge
ერდოღანი პუტინს ესაუბრა

ერდოღანი პუტინს ესაუბრა

30/09/2022 06:33:28 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის აზრით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ერდოღანის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.

ამავე წყაროს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა, ხელი შეუწყოს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს.

მან ასევე აღნიშნა რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების წარმატებული გაცვლა და “მარცვლეულის შეთანხმება”, რომელიც თურქეთმა გაეროსთან ერთად შეიმუშავა და პუტინს ამ შეთანხმების გაგრძელებისკენ მოუწოდა, ვინაიდან, იგი “საერთოდ ინტერესებს ემსახურება”.

თურქეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში საჭიროა ნაბიჯების გადადგმა “დაძაბულობის შესამცირებლად”, ხოლო “რუსეთისგან ელიან ნაბიჯების გადადგმას ამ პროცესის გასაადვილებლად, განსაკუთრებით უკრაინის ზოგიერთი რეგიონის შეერთების საკითხში”.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „დამოუკიდებელ“ ტერიტორიებად აღიარების შესახებ.

„საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპის აღიარებითა და დადასტურებით, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ, რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

იგივე შინაარსის განკარგულება გამოქვეყნებულია ზაპოროჟიეს ოლქის „დამოუკიდებლად“ აღიარებასთან დაკავშირებითაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S