Accentnews.ge
აშშ-ის პროკურატურამ რუს ოლიგარქს სანქციების დარღვევისთვის ბრალი წარუდგინა

აშშ-ის პროკურატურამ რუს ოლიგარქს სანქციების დარღვევისთვის ბრალი წარუდგინა

30/09/2022 06:26:29 მსოფლიო

აშშ-ის პროკურატურამ რუს ოლიგარქს ოლეგ დერიპასკას რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის ბრალი წარუდგინა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, დერიპასკამ დაარღვია სანქციები: გამოიყენა აშშ-ის ფინანსური სისტემა სამი ძვირადღირებული ქონების შესანარჩუნებლად და კალიფორნიის მუსიკალური სტუდია სხვისი სახელით შეიძინა,შვილების გასაჩენად მეგობარი გოგონას რუსეთიდან აშშ-ში გადაყვანას შეეცადა.

ჟურნალ Forbes-ის თანახმად, დერიპასკას ქონება 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე მას სანქციები ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომაც დაუწესეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S