Accentnews.ge
ვერეშჩუკი საქართველოს, პოლონეთის და ბალტიის ქვეყნებს სთხოვს, დაეხმარონ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის დაღწევაში

ვერეშჩუკი საქართველოს, პოლონეთის და ბალტიის ქვეყნებს სთხოვს, დაეხმარონ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის დაღწევაში

30/09/2022 06:13:29 ევროპა

უკრაინის ვიცე-პრემიერის, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრი ირინა ვერეშჩუკი საქართველოს, პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობებს სთხოვს, ყირიმელ თათრებს საზღვრის გადაკვეთაზე უარი არ უთხრან.

მისი თქმით, ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ უკანონო მობილიზაცია დაიყო.

„მათ დაიწყეს ყირიმელი თათრების და ყირიმის სხვა ძირძველი მოსახლეობის მასობრივი მობილიზება, ომში ოკუპანტების მხარეს საბრძოლველად. ყირიმელი თათრები და უკრაინული ყირიმის სხვა ძირძველი ხალხები ყველანაირად ცდილობენ, თავი აარიდონ მტრის არმიაში მობილიზებას“, - ნათქვამია ირინა ვერეშჩუკის განცხადებაში.

ვერეშჩუკის ცნობით, უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონელი, ბალტიის ქვეყნების წარმომადგენელი და ქართველი მესაზღვრეები ზოგჯერ ყირიმელ თათრებს საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეუბნებიან. რის გამოც ვერეშჩუკი ამ პრობლემით დაინტერესების თხოვნით მიმართავს ამ ქვეყნების მთავრობებს.

“ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ძირძველი ხალხების უკრაინული ყირიმის ტერიტორიიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში გადასვლას. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყირიმის მკვიდრი ხალხების მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს!“ - ნათქვამია ვერეშჩუკის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია უკრაინაში საომრად. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ცდილობს ათასობით მამაკაცი. კილომეტრიანი რიგებია რუსეთ-ფინეთის, რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-ყაზახეთის საზღვრებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S