Accentnews.ge
პუტინმა "შეცდომით მობილიზებულების" სახლში დაბრუნება მოითხოვა

პუტინმა "შეცდომით მობილიზებულების" სახლში დაბრუნება მოითხოვა

29/09/2022 18:31:23 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მობილიზებას მხოლოდ რეზერვისტები ექვემდებარებიან და შესაბამის ორგანოებს მობილიზაციის დროს დაშვებული "შეცდომების გამოსწორებისკენ" მოუწოდა.

"ამ მობილიზაციის დროს ჩნდება ბევრი კითხვა. აუცილებელია ყველა შეცდომის გამოსწორება და მომავალში აღარ უნდა განმეორდეს. აუცილებელია თითოეული საქმის ცალ-ცალკე განხილვა და თუ დაშვებულია შეცდომა, უნდა გამოსწორდეს - ვინც დაუსაბუთებლად დაიბარეს, სახლში უნდა დაბრუნდნენ. ვიმეორებ, გაწვევას ექვემდებარება რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, პირველ რიგში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე პირები, რომლებსაც აქვთ საჭირო სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება", - ციტირებს რუსული გამოცემა "ინტერფაქსი" პუტინს.

"აღსანიშნავია, რომ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში გამოძახებები იმდენად ქაოტურად გაიცემა, რომ შეცდომებზე თავად პროპაგანდისტებიც კი საუბრობენ", – იტყობინება BBC.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა. ამის შემდეგ ქვეყანა ათიათასობით მოქალაქემ დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S