რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ჯარში გასაწვევი პირებისთვის საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივას მხარი დაუჭირა
29/09/2022 17:09:42 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა ჯარში გასაწვევი პირებისთვის საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივას მხარი დაუჭირა, – იუწყება BBC-ს რუსული ბიურო.
„მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან სამხედრო აღრიცხვაზე, მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, კომისარიატის თანხმობის გარეშე. კანონის ასეთი ნორმა არსებობს და ამით უნდა იხელმძღვანელოს სამხედრო აღრიცხვაზე მყოფმა ყველა პირმა", - აცხადებს ვოლოდინი.
მობილიზაციის გამოცხადებისთანავე გავრცელდა ცნობები ჯარში გასაწვევი კაცებისთვის საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ. რუსეთის ათეულობით ათასი მოქალაქე, რომლებსაც ომში წასვლა არ სურს, მასობრივად ტოვებს ქვეყანას. კილომეტრიანი რიგებია, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან.


