ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია
29/09/2022 14:12:34 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ხვალისთვის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია.
"პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომას იწვევს. დღის წესრიგს და სხვა დეტალებს მოგვიანებით გამოვაცხადებთ", აცხადებს პრეზიდენტის პრეს–მდივანი სერგეი ნიკიფოროვი.
შეგახსენებთ, რომ კრემლი 30 სექტემბერს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამოცხადებას გეგმავს.


