Accentnews.ge
ფინეთი რუს ტურისტებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

ფინეთი რუს ტურისტებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

29/09/2022 11:20:16 მსოფლიო

ფინეთი, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე, რუსი ტურისტებისთვის საზღვრებს ხურავს, – იუწყება ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მისი ცნობით, საუბარია როგორც უშუალოთ ფინეთის მიერ გაცემულ ვიზეზბე, ასევე შენგენის წევრ სხვა სახელმწიფოებზეც.

გადაწყვეტილება ძალაში ამაღამ, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევა.

ფინეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ გამონაკლისი შეეხება ოჯახურ ვიზიტებს, ასევე მუშაობისა და სწავლის მიზნით ჩასულ მოქალაქეებს.

ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.

რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.

21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S