უკრაინის დაზვერვა – რუსეთი ბელარუსში 20 000 მობილიზებულის გაგზავნას გეგმავს
29/09/2022 11:12:40 მსოფლიო
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი ბელარუსში 20 000 მობილიზებულის გაგზავნას გეგმავს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის ინფორმაციით, მათ თვის ბოლომდე უნდა შეავსონ ბელარუსში განლაგებული რუსული არმიის ნაწილები.
მისივე თქმით, გამოცდილთა და მობილიზებულთა თანაფარდობა 1/5-ზე უნდა იყოს.
"ისინი გეგმავენ გამოიყენონ სამხედრო და სამოქალაქო შენობები რუსი სამხედროების განსათავსებლად. ასევე მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების საწყობები, ანგარები და ფართები", ამბობს მალიარი.
მისი თქმით, პერსონალის გაზრდის შემდეგ, რუსები გამოიყენებენ სამხედრო ტექნიკას ბელარუსის საწყობებიდან. გარდა ამისა, რუსეთი გეგმავს სამხედრო ტრანსპორტისთვის სამოქალაქო სატვირთო მანქანების მობილიზებას.


