პრაღაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა
29/09/2022 10:48:54 მსოფლიო
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა. ქუჩებში გამოსულმა ათიათასობით მოქალაქემ, მათ შორის უკრაინისთვის მხარდაჭერის, კერძოდ, იარაღის მიწოდების შეწყვეტა, რუსეთიდან იაფი გაზის მოწოდების უზრუნველყოფა და ჩეხეთის ნეიტრალიტეტი მოითხოვა.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მოსკოვის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მქონე პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას მთავრობის გადადგომა იყო.
საპროტესტო აქციები ჩეხეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. აქციები მომზადებული იყო ნაციონალისტური და ევროსკეპტიკური ოპოზიციური პარტიების, ასევე ბლოგერების და საზოგადოებრივი აქტივისტების მიერ. ზოგიერთი მათგანი არ მალავს პრორუსულ შეხედულებებს, თუმცა ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი მთავარი საზრუნავი უკავშირდება საწვავის ფასების და კომუნალური მომსახურების გადასახადების ზრდას, მაღალ ინფლაციას და სხვა ეკონომიკურ პრობლემებს, რაშიც ევროკავშირს და ჩეხეთის ამჟამინდელი მთავრობის კურსს ადანაშაულებენ.


