რუსეთში, სამხედრო კომისარიატის შენობაში „მოლოტოვის კოქტეილები“ შეაგდეს
29/09/2022 10:43:34 მსოფლიო
რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირკსის კიროვსკისა და ლენინსკის რაიონების სამხედრო კომისარიატის შენობაში ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ შეაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ნოვოსიბირკსის ოლქის სამხედრო კომისარ ევგენი კუდრიავცევზე დაყრდნობით ავრცელებს.
მომხდარრის შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლის ლიკვიდირება სწრაფად განხორციელდა.
ეჭვმიტანილი დაკავებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია უკრაინაში საომრად. თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, მობილიზაცია 300 ათას რეზერვისტს შეეხება. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ათასობით მამაკაცი ცდილობს.


