Accentnews.ge
პუტინი უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შეთანხმებებს ხელს ხვალ მოაწერს

პუტინი უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შეთანხმებებს ხელს ხვალ მოაწერს

29/09/2022 10:34:07 მსოფლიო

ხვალ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელს მოაწერს შეთანხმებებს უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ. ამის შესახებ კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ხვალ გეორგიევსკის დარბაზში, 15:00 საათზე გაიმართება რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია. იქნება პუტინის სიტყვით გამოსვლა", - განაცხადა პესკოვმა.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილში რუსეთთან შეერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმი 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდა.

უკანონო რეფერენდუმი მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაგმო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S