Accentnews.ge
რუს სტუდენტებს ქვეყნის დასატოვებლად ცნობა დასჭირდებათ

რუს სტუდენტებს ქვეყნის დასატოვებლად ცნობა დასჭირდებათ

29/09/2022 10:19:50 მსოფლიო

რუსმა სტუდენტებმა, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან, საზღვარგარეთ წასვლისას უნივერსიტეტიდან ცნობა უნდა წარადგინონ, – იუწყება რუსული მედია.

მისი ცნობით, თუ სტუდენტი სარეზერვო აღრიცხვაზეა, მაშინ ქვეყნის დასატოვებლად ნებართვა სამხედრო კომისარიატიდან უნდა მიიღოს.

როგორც რუსული მედია იტყობინება, რუსეთში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც სწავლის დასწრებულ ფორმატზე ირიცხებიან და არ არიან სარეზერვო აღრიცხვაზე, გაწვევას არ ექვემდებარებიან გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია უკრაინაში საომრად. თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, მობილიზაცია 300 ათას რეზერვისტს შეეხება. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ათასობით მამაკაცი ცდილობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S