Accentnews.ge
ერდოღანი მოსკოვს ეწვევა

ერდოღანი მოსკოვს ეწვევა

16/10/2019 06:54:00 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მოსკოვში მიიწვია.

როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მთავარი თემა სირიის საკითხი იქნება.

„ორი ქვეყნის ლიდერს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტმა პუტინმა თურქი კოლეგა მოსკოვში უახლოეს დღეებში მიიწვია. პრეზიდენტმა ერდოღანი შეთავაზებას დასთანხმდა“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.  

14 ოქტომბერს გამართულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თურქეთისთვის იარაღის მიყიდვა შეზღუდეს. 15 ოქტომბერს კი აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S