Accentnews.ge
მედია – ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან რუსული სამხედრო გემები დააფიქსირეს

მედია – ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან რუსული სამხედრო გემები დააფიქსირეს

29/09/2022 06:20:47 მსოფლიო

ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილის მახლობლად ორშაბათს და სამშაბათს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს, - იუწყება CNN დასავლური დაზვერვის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

"გაურკვეველია, ჰქონდათ თუ არა რაიმე კავშირი გემებს წყალქვეშ მომხდარ აფეთქებებთან, თუმცა ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც გამომძიებლები შეისწავლიან", – განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.

დაზვერვის კიდევ ერთი წარმომადგენელის განცხადებით, ამ ტერიტორიებთან ახლოს გასულ კვირას რუსული წყალქვეშა ნავებიც დააფიქსირეს.

"აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას დანიელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ რეგიონში და ხაზი გაუსვა, რომ გემების დაფიქსირება სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება რუსეთის გამოწვეულია", – იუწყება .CNN

„ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში, დანიისა და შვედეთის ტერიტორიულ წყლებში გაზის გაჟონვა მოხდა. მომხდარს ორივე ქვეყანა იძიებს. აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტის მიზეზი დივერსიული აქტია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S