Accentnews.ge
ერდოღანი პუტინთან უკრაინაში ჩატარებული „რეფერენდუმის“ საკითხის განხილვას გეგმავს

ერდოღანი პუტინთან უკრაინაში ჩატარებული „რეფერენდუმის“ საკითხის განხილვას გეგმავს

29/09/2022 05:57:00 მსოფლიო

დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

"იმედი მაქვს, ბატონ პუტინთან განვიხილავ უკრაინის კრიზისის მოგვარების პრობლემას. არ ვარ პესიმისტი. მაგრამ, გულუბრყვილობა იქნება დადებითი შედეგის დაუყოვნებლივ მიღების მოლოდინი. უკრაინის ოთხ რეგიონში რეფერენდუმი პრობლემებს ქმნის. ვისურვებდი, რომ ასეთი რეფერენდუმი არ ჩატარებულიყო“, - განაცხადა ერდოღანმა CNN Turk-თან ინტერვიუში.

ამასთან, მან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ბირთვული იარაღის გამოყენების ფასი კატასტროფა იქნება":

"არც კი უნდა ვიფიქროთ და ვისაუბროთ ამაზე. აუცილებელია დიპლომატიური საშუალებების გამოყენება კონფლიქტის ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S