Accentnews.ge
ISW: "რუსეთი კარგავს დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს"

ISW: "რუსეთი კარგავს დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს"

29/09/2022 05:47:12 მსოფლიო

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) მონაცემებით, უკრაინის არმია რუსეთის ჯარების პოზიციებს უტევს დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანიდან 12 კილომეტრში.

ISW-ის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ რუსი სამხედრო ბლოგერების შეფასებებზე, რომ ლიმანში რუსეთის დაჯგუფებები მალე დამარცხდებიან.

"რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლიმანის დაკარგვას ექნება სერიოზული შედეგები დონეცკის ოლქის ჩრდილოეთსა და ლუგანსკის ოლქის დასავლეთში, რადგან უკრაინელ სამხედროებს ლიმანზე კონტროლის აღდგენა მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოწინააღმდეგის პოზიციებს საფრთხე შეუქმნას ლუგანსკის ოლქის დასავლეთ საზღვართან და სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის რაიონებში", – აცხადებს ISW.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, ლიმანი თითქმის სრულად უკრაინელი სამხედროების ალყაშია.

ISW-ის ექსპერტთა განცხადებით, მსგავსი სიტუაცია იყო ხარკოვის ოლქში დამარცხების წინ, რამაც რუს სამხედროებში პანიკა გამოიწვია აღმოსავლეთის მთელ მიმართულებაზე, ხოლო რუსეთის ნაციონალისტურ საინფორმაციო სივრცეში დაწყებულმა კრიტიკამ კრემლს უბიძგა „ნაწილობრივი მობლიზაციის“ გამოცხადებისკენ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, "კრიტიკულად მნიშვნელოვან დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელების შემდგომმა წარმატებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმავოს უთანხმოება რუს ნაციონალისტებსა და სამხედრო ხელმძღვანელობას და ჯარისკაცებსა და მეთაურებს შორის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S