Accentnews.ge
რუსეთის მოქალაქეებმა კვირის განმავლობაში ბანკებიდან 350 მილიარდამდე რუბლი გაიტანეს

რუსეთის მოქალაქეებმა კვირის განმავლობაში ბანკებიდან 350 მილიარდამდე რუბლი გაიტანეს

28/09/2022 20:16:01 მსოფლიო

რუსეთის საბანკო სისტემა ნაღდ ფულზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის დაფიქსირებას განაგრძობს. 28 სექტემბრის მონაცემებით, მიმოქცევაში ნაღდი ფულის მოცულობა კიდევ 80,8 მილიარდი რუბლით გაიზარდა, - ნათქვამია რუსეთის ეროვნული ბანკის ოპერატიულ სტატისტიკაში.

21 სექტემბერს პრეზიდენტ პუტინის მიერ ქვეყანაში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებიდან გასული ერთი კვირის განმავლობაში ბანკებმა ცენტრალურ ბანკს 345 მილიარდი რუბლის ოდენობის ნაღდი ფული დაუკვეთეს სალაროებისა და ბანკომატების შესავსებად. ნაღდ ფულზე პიკური მოთხოვნა (132, 1 მილიარდი რუბლი) 22 სექტემბერს - მობილიზაციის გამოცხადებიდან მეორე დღეს დაფიქსირდა.

სადღეისოდ კლიენტები ბანკებში დღეში საშუალოდ 50 მილიარდ რუბლს ხსნიან, რაც თითქმის სამჯერ აღემატება მოთხოვნას (დღეში საშუალოდ 18 მილიარდი რუბლი), რომელიც მობილიზაციამდელ პერიოდში - 1-20 სექტემბერს ფიქხირდებოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბანკებიდან ნაღდი ფულის ამჟამინდელი გადინების ტემპი უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დაწყების პირველ დღეებს ჩამოუვარდება ციფრები იმაზე მიანიშნებს, რომ საბანკო სექტორი სტრესის ახალ ტალღას შეეჩეხა" - აღნიშნავს რუსეთის უმსხვილესი "ალფა-ბანკის" მთავარი ეკონომისტი ნატალია ორლოვა.

რუსი ეკონომისტების ვარაუდით, ნაღდ ფულა ძირითადად ის ადამიანები ხსნიან, რომლებიც მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყნიდან გასვლას ცდილობენ. მათივე ინფორმაციით, 21 სექტემბრიდან გასული დღეების განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში უკვე 60 ათასამდე მოქალაქე გადავიდა, ყაზახეთში - 100 ათასამდე, ფინეთში - 45 ათასამდე, მონღოლეთში - 3,5 ათასამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S