Accentnews.ge
ბელარუსის საელჩოსთან ლუკაშენკოს და პუტინის ფოტოები დაწვეს

ბელარუსის საელჩოსთან ლუკაშენკოს და პუტინის ფოტოები დაწვეს

28/09/2022 16:55:42 საზოგადოება

ბელარუსის საელჩოსთან "გირჩი- მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებული აქია, "აფხაზეთი საქართველოა, ლუკაშენკო - ყ*ე!" გაიმართა.

„აფხაზეთში ჩასულ ადამიანს თუ ჩვენს ქვეყანაში არ ვუშვებთ, აფხაზეთში ჩასული პრეზიდენტის ქვეყნის ელჩიც არ გვჭირდება თბილისში. ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და თუ ამას არ გააკეთებენ, უბრალოდ კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი ფეხებზე კიდიათ! ფეხებზე კიდიათ აფხაზეთის დაბრუნება და ამ ქვეყნის გამთლიანება."- ამბობს "გირჩი- მეტი თავისუფლების" წევრი ბორის ყურუა.

ბელორუსის საელჩოსთან აქციის მონაწილეებმა პუტინისა და ლუკაშენკოს ფოტოები დაწვეს.

ლუკაშენკო 26 სექტემბერს მოულოდნელად ჩაფრინდა რუსეთში და სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში დაბრუნდა. ლუკაშენკა კი მოულოდნელად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში და განმარტებისთვის დაიბარა ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი. მოგვიანებით ლუკაშენკოს ვიზიტს მკაცრი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას და რომ ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ.

2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S