სტოლტენბერგი: „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვა დივერსიული აქტია"
28/09/2022 12:00:56 მსოფლიო
"ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენებზე მომხდარი გაჟონვა დივერსიული აქტია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დანიის თავდაცვის მინისტრ მორტენ ბოდსკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი ძვირფასი მოკავშირე დანიის თავდაცვის მინისტრ მორტენ ბოდსკოვთან განვიხილეთ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი დივერსია. ვისაუბრეთ ნატო-ს ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე“, - წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.
„ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებიდან ბალტიის ზღვაში გაზმა გაჟონა.


