Accentnews.ge
მედია: კრემლმა ხელისუფლებისადმი ნდობის ვარდნის თავიდან ასაცილებლად რუსეთის საზღვრების ჩაკეტვაზე უარი განაცხადა

მედია: კრემლმა ხელისუფლებისადმი ნდობის ვარდნის თავიდან ასაცილებლად რუსეთის საზღვრების ჩაკეტვაზე უარი განაცხადა

28/09/2022 11:30:01 მსოფლიო

კრემლმა ხელისუფლებისადმი ნდობის ვარდნის თავიდან ასაცილებლად რუსეთის საზღვრების ჩაკეტვაზე უარი განაცხადა. საზღვრების ჩაკეტვის ნაცვლად სამხედრო გაწვევის ასაკის მამაკაცებისთვის ქვეყნიდან გასვლა კომისარიატების სიების მიხედვით შეიზღუდება, - იუწყება გამოცემა «Верстка» პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

ბოლო დღეების განმავლობაში დამოუკიდებელი რუსული მედია რეგულარულად წერდა, რომ როგორც კი უკრაინაში, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულო ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმები ჩაივლიდა, რუსეთი საზღვრებს ჩაკეტდა. «Верстка»-ს ინფორმაციით, კრემლს საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდოდა გამოეცხადებინა თუმცა დისკუსიები ამ საკითხზე იმდენად მწვავე აღმოჩნდა, ხოლო საზოგადოების რეაქცია 21 სექტემბერს პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე - იმდენად ნეგატიური, რომ კრემლში მიიღეს გადაწყვეტილება, ხელისუფლებისადმი მოქალაქეთა დარჩენილი ნდობის განულების თავიდან ასაცილებლად საზღვრები არ ჩაკეტონ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ უკმაყოფილება იზრდება არამარტო მოქალაქეებში, არამედ თავად სახელისუფლებო წრეებშიც. კერძოდ, მთავრობის ეკონომიკური ბლოკი, რომელიც პუტინს კრიზისულ სიტუაციაში თავის გადარჩენაში ეხმარება, წინააღმდეგი იყო როგორც თავად მობილიზაციის გამოცხადებისა, ისე ახლა ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვისა, სკანდალური მობილიზაციითა და უკრაინასთან მოლაპარაკებების პერსპექტივის გაქრობით სასოწარკვეთილი კრემლი იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია მათთვის, ვინც მთავრობაში "მშვიდობის ფრთას" განეკუთვნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S