Accentnews.ge
აშშ თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

28/09/2022 10:55:02 მსოფლიო

ბულგარეთისა და პოლონეთის შემდეგ, რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ თავის მოქალაქეებს აშშ-მაც მოუწოდა. მიზეზი ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციაა.

"ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები შესაძლოა, ჯარში გაიწვიონ და უკრაინის ომში გაგზავნონ ამდენად, მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი, სანამ ჯერ კიდევ არსებობს კომერციული მგზავრობის შესაძლებლობები. გვსურს ასევე, შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ რუსეთში მშვიდობიანი შეკრებებისა და სიტყვის თავისუფლება გარანტირებული არ არის. ამდენად, გავცემთ რეკომენდაციას, თავი აარიდოთ ნებისმიერ პოლიტიკურ თუ სოციალურ პროტესტს, ასევე თავი შეიკავოთ მსგავს ღონისძიებებზე უშიშროების სამსახურის თანამშრომლებისთვის ფოტოების გადაღებისგან" - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მობილიზაცია 27 სექტემბერს გამოაცხადა. იმავე დღეს ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ომისა და მობილიზაციის საწინააღმდეგო გამოსვლები, რომლებზეც რამდენიმე ასეული მოქალაქე დააკავეს. 27 სექტემბერს პოლონეთმა და ფინეთმა თავის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვების რეკომენდაციით მიმართეს.

რუსეთში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულები არიან სხვა ევროპული ქვეყნებიც. ფინეთი რუსეთთან საზღვარზე მრავალკილომეტრიანი ღობის მშენებლობას გეგმავს, რომელმაც საზღვარი რუსეთში მასობრივი არეულობების დაწყების შემთხვევაში უნდა დაიცვას. ლატვიამ რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო ლიეტუვამ ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გაზარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S