Accentnews.ge
დღეიდან ლატვიამ რუსეთის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა

დღეიდან ლატვიამ რუსეთის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა

28/09/2022 09:57:23 მსოფლიო

რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო დღეიდან ლატვია-რუსეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ლატვია-რუსეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს. 2022 წლის 28 სექტემბერს საგანგებო მდგომარეობა ცხადდება ალუკსნეს, ბალვასა და ლუძას რაიონების ტერიტორიაზე, ასევე პორტებში, აეროპორტებში, აეროპორტის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და რკინიგზაზე.

"ამჟამად ლატვიისა და რუსეთის საზღვარზე ვითარება სტაბილურია, მშვიდი და მკაცრი კონტროლის ქვეშ, თუმცა რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყნის დატოვება. ამრიგად, არსებობს რისკი, რომ არალეგალური მიგრანტების რიცხვი სწრაფად გაიზარდოს ლატვია-რუსეთის საზღვარზეც. გადაუდებელი ზომების მიზანია ამისთვის წინასწარი მომზადება",- აცხადებენ ლატვიის ხელისუფლებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S